ჩვენ შესახებ

MAGIC CANDY

ჩვენი კომპანია დაარსდა  2011 წელს და თავიდანვე მოიპოვა მომხმარებლის მხრიდან დიდი მოწონება, MAGIC CANDY ლიდერი კომპანიაა საქართველოს საკონდიტრო ნაწარმის ბაზარზე. ჩვენი ქსელი მოიცავს 22 ობიექტს თბილისსა და რეგიონებში. ვართ ცნობილი ევროპული ბრენდების წარმომადგენლები ამიერკავკასიაში და ჩვენი პროდუქციის იმპორტი ხორციელდება მხოლოდ ევროპიდან რაც მის ხარისხზე მიუთითებს.

ჩვენი ისტორია

2018

MAGIC CANDY-ის ლოლიპოპი და კარამელი პირველად გადის ექსპორტზე.

2017

ჩვენმა ნაწარმმა მოიცვა ყველა დიდი ქსელის მაღაზია საქართველოს მასშტაბით.

2016

პირველად საწართველოში, კერძოდ თბილისში, ევროპული ფრენჩაიზინგით გაიხნა ლოლიპოპების და კარამელების საწარმო.

2015

ბუტიკების ქსელი ფართოვდება და წარმოდგენილია ყველა სავაჭრო მოლში და ცენტრში.

2014

ქსელში ფართოვდება ასორტიმენტი და მომხმარებელს ყველანაირი ტკბილეულის შეძენის საშუალება ეძლევა.

2013

MAGIC CANDY ხდება ცნობილი ევროპული ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

2012

MAGIC CANDY -იმ პირველად საქართველოს ბაზარზე შესთავაზა მომხმარებლებს “PICK AND MIX“ -ის სისტემის კიოსკები.

2011

8 თებერვალს გაიხსნა პირველი ობიექტი „პიქსელი“-ს სავაჭრო ცენტრში.