წესები და პირობები

წინამდებარე მომსახურების ,,წესები და პირობები’’ არეგულირებს ,,მომხმარებელსა’’ და ,,კომპანიას’’ შორის ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა მომხმარებლის მხრიდან შპს ,,ჯი დი ჯი’’-ის ვებსაიტის, www.magiccandy.ge-ის გამოყენებით პროდუქტის შეძენის დროს.

წარმოდგენილი წესები და პირობები არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებგვერდის www.magiccandy.ge-ის გამოყენებას, რომელსაც ფლობს შპს ,,ჯი დი ჯი’’

ასევე, აღნიშნული ,,წესები და პირობები’’ მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ თუ მომხმარებლის მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ. 

თანამშრომლობაზე თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წესებსა და პირობებს, ეთანხმებით და ადასტურებთ მას. 

 

ვებსაიტით სარგებლობამდე აუცილებლად გაეცანით ,,წესებს და პირობებს’’

www.magiccandy.ge-ით სარგებლობის დროს ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია დაადასტუროს და დაიცვას ქვემოთ მოცემული ყველა ,,წესი და პირობა’’. კომპანია იტოვებს უფლებას, ბიზნეს საჭიროებებიდან ან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, შეიტანოს ცვლილებები ,,წესებში და პირობებში’’ ნებისმიერ დროს.

მიწოდების წესები და პირობები

შპს ,,ჯი დი ჯი’’-ს ინტერნეტ ვებსაიტით www.magiccandy.ge-ის მიერ პროდუქტის შეძენის შემდეგ, მიწოდება ხდება შემდეგი წესებით

  1. კომპანიის ვალდებულება

    • მიაწოდოს მომხმარებელს დაუზიანებელი, ჯანსაღი და ვარგისიანი პროდუქცია იმ რაოდენობით, რაც ვებსაიტზე გაკეთებულ შეკვეთაში არის მითითებული.
    • მომხმარებელს წინასწარ შეატყობინოს მიწოდების ზუსტი დროის თაობაზე
    • დაზიანებული პროდუქციის შემთხვევაში სრულად აუნაზღაუროს მომხმარებელს პროდუქციის სრული ღირებულება ან ხელმეორედ მიაწოდოს შეკვეთაში მითითებული რაოდენობის დაუზიანებელი, ჯანსაღი და ვარგისიანი პროდუქცია.

      გაითვალისწინეთ, შპს ,,ჯი დი ჯი’’-ს საკუთრებაში არსებული ვებსაიტიდან magic.candy.ge პროდუქტის შეძენით თქვენ ეთანხმებუთ მოცემულ პირობებს. შპს ,,ჯი დი ჯი’’ პასუხს არ აგებს თქვენს მიერ მიწოდების წესებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად წარმოშობილ ზიანზე.

  2. მომხმარებლის უფლება და ვალდებულება
    • არ ჩაიბაროს დაზიანებული, რაოდენობით ნაკლული, ან შეცდომით მიწოდებული პროდუქტი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს ,,ჯი დი ჯი’’-ს magiccandy.ge-ზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან მეილზე.
    • მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს დაზიანებული პროდუქტი


გაითვალისწინეთ, პროდუქტის ჩაბარებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ, პროდუქტთან დაკავშირებით უკმაყოფილება აღარ განიხილება.

  1. მიწოდების ფასები და პერიოდი

    • მიწოდების პერიოდი შეადგენს 1 სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოების ვადა გაიზარდოს, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გაცნობებთ კომპანიის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ნივთის მიწოდების დამატებით პირობებს, შეკვეთა გაუქმდება და თქვენ მიერ გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის ფასის მიხედვით, 50 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მიწოდება არის უფასო, 50 ლარამდე შენაძენზე მიწოდების საფასურია 5 ლარი.
    • პროდუქტის შეძენის შემდეგ შპს „ჯი დი ჯი“-ის წარმომადგენელი უკავშირდება მომხმარებელს და უთანხმდება მიტანის დროზე. თუ მომხმარებელის მხირდან არ/ვერ მოხდა მიწოდებული საქონლის ჩაბარება, განმეორებითი მიწოდება არის ფასიანი და დამოკიდებულია მიწოდების ლოკაციაზე.
    • იმ შემთხვევაში, თუ შპს „ჯი დი ჯი“-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ მიტანის ვადის შეთანხმების შემდგომ თქვენ არ მიგიღიათ შეკვეთა, მაშინ დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე: @@@ან ტელეფენის ნომერზე: 551 533 333

მომხმარებლის რეგისტრაცია

  • www.magiccandy.ge-დან პროდუქტის შეძენისთვის იურიდიული პირი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია. ფიზიკურ პირს კი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია საიტიდან პროდუქტის შეძენა.
  • რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებზე, magiccandy-ის კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პირობებზე.
  • რეგისტრაციის დროს, მომხმარებლის მხრიდან მითითებული ინფორმაცია შეინახება კომპანიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
  • მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს www.magiccandy.ge-ის პირადი ანგარიშის მონაცემები და არ გაუმჟღავნოს მეორე პირს.
  • კომპანია უფლებამოსილია, უარი განაცხადოს კლიენტის რეგისტრაციაზე, რასთან დაკავშირებითაც იგი არ არის ვალდებული, განმარტოს უარის თქმის მიზეზები.
  • პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას.
  • იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
  • თუ მომხმარებელი ფიქრობს, რომ მისი ანგარიში გამოყენებულია სხვა პირის მიერ, მისი ნებართვის გარეშე, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს მისი პაროლი. ხოლო თუ ანგარიშის გაუქმება სურს უნდა აცნობოს საიტის ადმინისტრაციას, მეილის საშუალებით @@@ ანგარიშის გაუქმებასთან დაკავშირებით.
  • მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაშიც, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას მიყენებულ ზიანზე.
  • მომხმარებელს ანგარიშის გაუქმება და მისი მონაცემების წაშლა შეუძლია ნებისმიერ დროს. ამისთვის უნდა დაუკავშირდეს ge-ს ადმინისტრაციას, მოგვწეროს მეილზე @@@ ან დაგვიკავშირდეს მობილური ტელეფონით.
  • geუფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად შეუზღუდოს ვებგვერდით სარგებლობის უფლება, თუ თვლის რომ დაირღვა კომპანიის წესებსა და პირობებში მოცემული რომელიმე წესი ან პირობა. მომხმარებლი ინფორმირებული იქნება მის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.
  • მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება.
  • კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

 

 

სისტემაში რეგისტრაციის/ავტორიზაციის იდენტიფიკატორები:

  • მომხმარებლის/კომპანიის სახელი - ავტორიზაციისთვის და მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის მთავარი პარამეტრი.
  • პაროლი - ავტორიზაციისთვის აუცილებელი პარამეტრი. მხოლოდ მომხმარებელმა უნდა იცოდეს ეს მონაცემი, თავად magiccandy.ge-საც არ უნდა გაუზიაროს. შესაძლებელია მისი ცვლილება ნებისმიერ დროს.
  • ელექტრონული ფოსტა - აუცილებელი პარამეტრი, რომელიც კომპანიასა და მომხმარებელს შორის საკონტაქტოდ გამოიყენება.
  • მობილურის ნომერი - მომხმარებელი იღებს მისთვის საჭირო კოდებსა და ინფორმაციას, რასაც კომპანია გამოიყენებს მასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ საშუალებად საჭიროების შემთხვევაში.
  • მისამართი - მისამართის დაზუსტება აუცილებელი არის შეკვეთილი პროდუქციის სწორ ადგილზე მიწოდებისთის
  • პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი - უნიკალური მაიდენტიფიცირებელი პარამეტრი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის. საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის და იურ. პირების შემთხვევაში, შემოსავლების ვებგვერდზე დოკუმენტაციის აქტივაციისთვის.

ავტორიზაცია - ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

პერსონალური მონაცემების მიღების, დამუშავების და შენახვის პოლიტიკა

შპს ,,ჯი დი ჯი’’ რომლის საკუთრებაშიც არის ვებსაიტი magiccandy.ge ახდენს მომხმარებლის მხრიდან მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:

  • შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა;
  • სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა;
  • კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;

 

პერსონალური მონაცემების დაცვა მესამე პირების წვდომისგან

  • კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე და იცავს მონაცემთა დამუშავების შესახებ არსებულ რეგლამენტს.
  • კომპანია იცავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ტექნიკურ და ფიზიკურ ზომას, რაც დაკავშირებული არის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
  • როგორც კი შპს ,,ჯი დი ჯი’’-თვის ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს;
  • პერონალური მონაცემების შენახვა ხდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გაუქმებამდე;
  • „მომხმარებელი“ „სისტემაში“ რეგისტრაციით, თანხმობას აცხადებს, დამუშავდეს მისი ინფორმაცია და გამოყენებულ იქნას გაწეულ მომსახურებასთან, მიწოდებულ პროდუქციასთან, „კომპანიაში“დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, ასევე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავდეს „მომხმარებლის“ მონაცემები („მომხმარებლის“ სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პირის სახელი, გვარი). აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „მომხმარებლის“ მიერ „სისტემაში“ რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას.